ლიბიაში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა
ლიბიაში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა საად ბენ აბედის მეჩეთში, პარასკევის საღამოს ლოცვის დროს გაისმა.

ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, სამლოცველო დარბაზში ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.