„ლიბერთის“ თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით „ლიბერთის“ მომხმარებლები 14-17 მარტს უფასოდ ისარგებლებენ
„ლიბერთის“ თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით „ლიბერთის“ მომხმარებლები 14-17 მარტს უფასოდ ისარგებლებენ

14-17 მარტს „ლიბერთის“ თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით „ლიბერთის“ ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას, – ამის შესახებ აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბანკის მიზანია, მაქსიმალურად განტვირთოს სერვისცენტრები, რათა მომხმარებელს ხელი შევუწყოთ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს.

ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალები ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე ვრცელდება შემდეგ პროვაიდერებზე:

„თბილისი ენერჯი“, „თელასი“, „თბილისის დასუფთავება“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, DIG_AIR ( დიდი დიღომი გაზი), SocarGeoGaz, გაერთიანებული ქართული წყალი, ენერგოკავშირი, „ვარკეთილი გაზი“, Energo-pro, „დასუფთავება“, „ბათუმის წყალი“, RWC -რუსთავის წყალი, MWC -მცხეთის წყალი, „ბორჯომის დასუფთავება“, „საჩხერე გაზი“, saqorg gazsi, „თელავის გაზი“, საქართველოს მელიორაცია, GaskoSenakigaz, „ქარელის დასუფთავება“, „საჩხერე წყალი“, „კასპის დასუფთავება“, „ხაშურის დასუფთავება“, „ფოთის დასუფთავება“, „ზუგდიდის დასუფთავება“, „ქობულეთის წყალი“, „დუშეთის დასუფთავება“, „გორის დასუფთავება“, SG gaz company, ჩირაღდანი XXI საუკუნე, „ბათუმის დასუფთავება“, „რუსთავის დასუფთავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.