„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი - კონტრაქტის თანახმად, პენსიონერს აქვს უფლება, პენსია სხვა ბანკში გადაიტანოს
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი - კონტრაქტის თანახმად, პენსიონერს აქვს უფლება, პენსია სხვა ბანკში გადაიტანოს

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ კონრაქტის თანახმად, პენსიონერს აქვს უფლება, მისი პენსია სხვა ბანკში გადაიტანოს.

როგორც ვასილ ხოდელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე დაისვა კითხვა, აქვს თუ არა ბანკის მომხმარებელს არჩევანი სხვა ბანკში აიღოს პენსია.

მისი თქმით, დღეს მომხმარებელს არჩევანი აქვს, ეს კონტრაქტში ჩვეულებრივად გათვალისწინებულია.

„კონტრაქტის თანახმად, პენსიონერს აქვს უფლება გადაიტანოს სხვა ბანკში მისი პენსია. საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებითაც ვილაპარაკეთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო გაგრძელება პრაქტიკულად საფინანსო-საბოუჯეტო კომიტეტის ფარგლებში მოწყობილი განხილვისა და იქ დაისვა გარკვეული შეკითხვები, მათ შორის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ჩვენ მოვიტანეთ სტატისტიკა, რომ დღეს ამ ტიპის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ჩვენი უფროსი თაობის მომხმარებლისთვის გაიცემა საბაზრო განაკვეთში. მომავალში რამე შესაძლებლობა იქნება თუ არა, გამოჩნდება. ამ ეტაპისთვის ჯერ კონკრეტულად არაფერი გვაქვს და შესაბამისად, თუ რამე იქნება სიახლე, ამას გაიგებთ. რაც შეეხება რატომ გასცემს „ლიბერთი“ პენსიებს, „ლიბერთის“ გააჩნია კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა შესაბამის მხარესთან და ეს კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ახდენს გაცემას საპენსიო გასაცემლების. ტენდერის თანახმად, ამ კონტრაქტს ხელი მოეწერა 2019 წელს და 2022 წლამდე აქვს ვადა“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

დატოვე კომენტარი