„ლიბერთი ბანკის“ დირექტორი - საპროცენტო განაკვეთის დაწევას ბაზარი არეგულირებს
„ლიბერთი ბანკის“ დირექტორი - საპროცენტო განაკვეთის დაწევას ბაზარი არეგულირებს

წარმოვადგინეთ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ ეფექტური განაკვეთი, რომელიც უფროსი თაობის და ზოგადად, ჩვენს სხვა მომხმარებელზე ბანკში გაიცემა, აბსოლუტურად საბაზროა, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

„ბევრი შეკითხვა დაისვა. იყო შეკითხვები, გაიცემა თუ არა სესხი „ლიბერთი ბანკში“ უფროსი თაობის მომხმარებელზე არასაბაზრო პირობებში. ლიბერთი ბანკს აქვს გარკვეული ექსკლუზიური უფლება ამ სეგმენტის მომსახურების ნაწილში. ჩვენ დღეს კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინეთ. რაც შეეხება ფასს, მოვიტანეთ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ ეფექტური განაკვეთი, რომელიც უფროსი თაობის და ზოგადად, ჩვენს სხვა მომხმარებელზე ბანკში გაიცემა, აბსოლუტურად საბაზროა“, – განაცხადა ხოდელმა.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთის დაწევას ბაზარი არეგულირებს.

„ამას არეგულირებს ბაზარი. საპროცენტო განაკვეთის ფასში შედის რისკიც და სხვადასხვა რისკის სწორი შედარების შედეგად, ეს განაკვეთები არის საბაზრო. ქვეყანაში არსებობს ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. როდესაც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ვსაუბრობთ, ამ ზომის და ამ ვალუტაში, ლარში გაცემული მცირე სესხების ფასი საბაზროა“, – აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

საქართველოს პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.