ლიბანში პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი 28 მეტრის სიმაღლის საშობაო ხე დადგეს

18:03, 22.12.2019

ლიბანის ქალაქ ჩეკაში პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი 28 მეტრის სიმაღლის საშობაო ხე დადგეს.

კონსტრუქციის ასაწყობად 129 ათასი პლასტმასის ბოთლი დაიხარჯა.

იდეის ინიციატორი ადგილობრივი მცხოვრები კაროლაინ შაბთინი იყო, რომელსაც ადგილობრივი მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ. ისინი მთელი წლის განმავლობაში აგროვებდნენ ბოთლებს. ნაძვის ხის ასაწყობად კი, 20 დღე დასჭირდათ.

საშობაო სეზონის დასრულების შემდეგ ბოთლებს პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში ჩააბარებენ. იდეის ავტორის აზრით, ეს ერთგვარი ეკოლოგიური გზავნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამოყენებული პლასტმასის გადამუშავება გარემოს დასაცავად.

ლიბანის პლასტმასის ბოთლებისგან შემდგარ ნაძვის ხეს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი აქვს.

მსგავსი