ლიბანში, ანტისახელისუფლებო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა
ლიბანში, ანტისახელისუფლებო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა

ლიბანში, ანტისახელისუფლებო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციაზე უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულია 20 სამართალდამცველი.

ლიბანში აქციები ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა გუშინდელი აქცია ყველაზე მასშტაბური იყო.

მოქალაქეები მთავრობის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი მთლიანად შეიცვალოს.

მიმდინარე აქციების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე მას თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

გავრცელებული იფნორმაციით, მთავრობის მეთაური 16 დეკემბერს ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის მიზნით საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებას გამართავს.