ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მხრიდან ბეირუთზე თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მხრიდან ბეირუთზე თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მხრიდან ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები იმყოფებოდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ამასთან, თავდასხმის შემდეგ ლიბანის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორი დღით დაიხურება.