ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე სამი რაკეტა ისროლეს

23:16, 13.05.2021

ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე სამი რაკეტა ისროლეს. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „ალჯაზირა“ ლიბანის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ისრაელის სამხედრო მეთაურობის ცნობით, ლიბანიდან გასროლილი რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა.

„ალ ჯაზირალიბანურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ლიბანის სანაპირო ქალაქ ტირში დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამასთან, ლიბანური მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმების უკან პალესტინური დაჯგუფებები დგას.

მსგავსი