ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ საქართველოს ელჩი იორდანიაში, ერაყსა და ლიბანში გრიგოლ ტაბატაძე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დიპლომატი, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

„მქონდა ძალიან თბილი და კონსტრუქციული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ საად ჰარირისთან. მან გამოხატა ინტერესი საქართველოს რეფორმების მიმართ და დამპირდა, რომ ჩვენს ქვეყანას ეწვევა, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება“, – წერს ტაბატაძე.

საად ჰარირიმ პრემიერის პოსტი 2016 წლის ნოემბერში დაიკავა. ის ყოფილი პრემიერის, 2005 წელს მოკლული რაფიკ ჰარირის შვილია.