ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი თანამდებობიდან გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი თანამდებობიდან გადადგა

ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი თანამდებობიდან გადადგა. საად ჰარირმა დაკავებული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაში ბოლო რვა თვის განმავლობაში მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.

საად ჰარირი ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ აუნთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ გადადგა.

„მთავრობის ფორმირებას არ ვაპირებ. აუნმა რამდენიმე ცვლილება მოითხოვა და განაცხადა, რომ ჩვენ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ჰარირიმ.

საად ჰარირი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში კიდევ ერთხელ გასული წლის ოქტომბერში მოვიდა, მაგრამ საფრანგეთის, აშშ-ისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან კვლავ ვერ გამოვიდა.