ლიბანის ხელისუფლება ბეირუთში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ორი ეთნიკურად რუსი მოქალაქის დაპატიმრებას ითხოვს
ლიბანის ხელისუფლება ბეირუთში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ორი ეთნიკურად რუსი მოქალაქის დაპატიმრებას ითხოვს

ლიბანის ხელისუფლება ბეირუთში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ორი ეთნიკურად რუსი მოქალაქის დაპატიმრებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა მთავრობამ ინტერპოლს გადაუგზავნა.

საუბარია იმ ხომალდის კაპიტანსა და მფლობელზე, რომლითაც ამონიუმის გვარჯილა ბეირუთის პორტში მოხვდა და შემდეგ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ლიბანის სახელმწიფო სააგენტოს არ დაუსახელებია იმ პირების ვინაობა, რომელთა დაკავებასაც მთავრობა ითხოვს, თუმცა იუსტიციის სამინისტროში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ საუბარია გემის კაპიტან ბორის პროკოშევზე და ხომალდის მფლობელ იგორ გრეჩუშკინზე.

როგორც კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევების ცენტრი წერს, გრეჩუშკინი კვიპროსში ცხოვრობს. ის ლიბანში მომხდარი აფეთქების შემდეგ კვიპროსის პოლიციამ დაჰკითხა. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ინტერპოლიდან ბიზნესმენის დაკავების მოთხოვნა არ მიუღიათ.

გემის კაპიტანი პროკოშევი კი რუსეთშია და ისიც ამბობს, რომ მას ლიბანელი გამომძიებლები ამ დრომდე არ დაკავშირებიან.

ბეირუთში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. მომხდარი შედეგად ქალაქში უამრავი შენობა დაინგრა.

გემი, რომლითაც ბეირუთში 2013 წელს 2 750 ტონა ამონიუმის გვარჯილა ჩაიტანეს მოდლოვის დროშის ქვეშ, საქართველოდან მოზამბიკში მიცურავდა, თუმცა ტექნიკური მიზეზებით ბეირუთში შევიდა. ხომალდი დააკავეს და ტვირთი საწყობში გადაიტანეს. 2018 წელს ხომალდი ჩაიძირა.

აფეთქების მიზეზების გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 25 ადამიანი. მათ შორის არიან ბეირუთის პორტისა და საბაჟოს თანამშრომლები. ასევე, სირიელი მუშებიც, რომლებმაც აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე პორტში შედუღების სამუშაოები ჩაატარეს.