ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

09:40, 18.03.2026

ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 24 კი  დაშავდა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ბეირუთის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს ბეირუთის ცენტრალურ უბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რომელიც მთავრობის შტაბ-ბინასა და რამდენიმე საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

ცნობისთვის, ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 110-ზე მეტი ბავშვი.

მსგავსი