ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი - 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელის თავდასხმებს ლიბანში 4047 ადამიანი ემსხვერპლა
2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს ლიბანში 4047 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადის თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანში 4047 ადამიანი დაიღუპა, 16 638 კი დაშავდა.
ფირას აბიადმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის 316 ბავშვია და 790 ქალი.
აშშ-ისა და საფრანგეთის შუამავლობით, 27 ნოემბერს ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს.