ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს
ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს

ისრაელის ქალაქ ხაიფას წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. განგაშის სიგნალები ჩაირთო შფარამის, აკრეს და კრაიოტის რეგიონებში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ოთხი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა, ერთი ღია ველზე დაეცა, ორი კი ისრაელის სანაპიროსთან ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა.

თავშესაფრებისკენ გაქცევისას ორი ადამიანი დაეცა და მსუბუქად დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში იმ ტერიტორიებს ბომბავს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.