ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ლიბანის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზავის ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევა დააფიქსირეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად სამხრეთ ლიბანში მდებარე რამდენიმე სოფელი დაზარალდა.
ამასთან, ლიბანის არმია იძულებით გადაადგილებულ პირებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ სამხრეთის ქალაქებში დაბრუნებისას და თავი აარიდონ სახიფათო ზონებს.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ამოქმედდა.