ლია კრიალაშვილი – მიხეილ სააკაშვილმა კი არ უნდა იშიმშილოს, ცოდვები მოინანიოს და თვალებში ჩაგვხედოს ჩვენ, ვისაც დაგვიხოცა ძმები, შვილები, ქმრები, ბოდიში მაინც მოიხადოს

12:41, 02.11.2021

ძალიან აღშფოთებული ვარ ეს დესტრუქციული ძალა კვლავ რომ აგრძელებს აქციებს და თავისი ნაბოდვარის თავზე მოხვევა უნდათ. ვფიქრობ, მათ არ გააჩნიათ არანაირი ნამუსი, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, თავის დორბლიან ბელადთან ერთად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, – ამის შესახებ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოსცილდეს პოლიტიკას და პოლიტიკური ველიდან გაქრეს.

„საბოლოოდ, უარი ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა ხელისუფლებაზეა ჯერი მიმდგარი. აქციების დროს თუ რაღაც დესტაბილიზაციას დააპირებენ, მაშინვე იქნება ჩემი აზრით აღკვეთილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ესენი თუ არ დაისაჯნენ სათანადოდ და კვლავ კოჰაბიტაცია გაგრძელდა, საქართველო არასდროს დაწყნარდება. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იბოგინებს ალბათ მშვიდობა საქართველოს არ ეღირსება. მგონი, ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და პასუხს მოსთხოვს, მათი გზა უნდა მიდიოდეს რუსთავში, სადაც მათი ბელადი ზის. როგორც კი დესტაბილიზაციას დააპირებენ, უნდა აღიკვეთოს და ის, ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს. საერთოდ, ამ ცხრა წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ამდენი მკვლელობები, ბოლო-ბოლო ქვეყანას და სამშობლოს უღალატეს, მიწები გაყიდეს. მგონი, გამოჩნდა, ვინ არის რუსეთის აგენტი და ვინ ღალატობს ქვეყანას. თუ კიდევ ვერ დაასრულა ხელისუფლებამ „ნაცები“, მაშინ ალბათ ხალხი უკვე სხვანაირად იმოქმედებს და სხვა გზას დაადგება“, – განაცხადა კრიალაშვილმა.

ლია კრიალაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„მგონი, უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ, მერამდენედ ენდო ხელისუფლებას ქართველი ხალხი და ეს ნდობა უნდა გაამართლონ. არ ვმალავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრემიერის გამო მივეცი ხმა „ქართულ ოცნებას“, ის არის ერთადერთი მართლა ვაჟკაცი და ქართველი ადამიანი, რომელიც საქართველოზე იზრუნებს და ხალხს მიხედავს. მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ შიმშილობს. 33 დღე ეს მსუნაგი ვერ იშიმშილებს, ეგ იქ თაფლიან წყლებს სვამს და ვიტამინებს იღებს, მაგას შიმშილი არ ჰქვია. კი არ უნდა იშიმშილოს, თავისი ცოდვები უნდა მოინანიოს და თვალებში ჩაგვხედოს ჩვენ, ვისაც დაგვიხოცა ძმები, შვილები, ქმრები, ბოდიში მაინც მოიხადოს უტიფარმა“, – განაცხადა კრიალაშვილმა.

მსგავსი