„ლევერკუზენმა“ საბერძნეთში რევანში აიღო [ვიდეო] #1TVSPORT
„ლევერკუზენმა“ საბერძნეთში რევანში აიღო [ვიდეო] #1TVSPORT

„ლევერკუზენმა“ თითქმის გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის საკითხი. პლეიოფის პირველ მატჩში გერმანელებმა სტუმრად 2:0 მოუგეს „ოლიმპიაკოსს“. ეს „ლევერკუზენის“ რევანში იყო, რადგან ძირითადი ეტაპის მეშვიდე ტურში ბერძნებმა ასევე შინ მოუგეს გერმანულ კლუბს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის შუაში გადაწყდა, როცა პატრიკ შიკმა ოთხი წუთის ინტერვალში დუბლი შეასრულა. შეხვედრა 2:0 დასრულდა.

განმეორებითი მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.