„ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან, – წერს გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახური.
21 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა შაბათს, „ვერდერთან“ მატჩში (0:2) მიიღო.
ფლორიან ვირტცი 11 შედეგიანი გადაცემით ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ასისტენტია. სულ მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 15 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მოდის.
სამშაბათს, 11 მარტს „ლევერკუზენი“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში შინ მიიღებს „ბაიერნს“. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს.