„ლევანტემ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - ქოჩორაშვილი შეცვლაზე გამოჩნდა #1TVSPORT
„ლევანტემ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - ქოჩორაშვილი შეცვლაზე გამოჩნდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – გუნდმა „ბურგოსს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრაში „ლევანტესსათადარიგოებში იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. „ლევანტეს“ უკვე მე-10 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კანტერომ პენალტი გააფუჭა.

ანგარიში სტუმრებმა ესპიაუს გოლით 45-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე „ლევანტემ“ სასწაულის გაკეთება მოახერხა და შესვენებამდე დამატებულ წუთებზე 2:1 დაწინაურდა – ანგარიში კანტერომ (45+3) გაათანაბრა, ხოლო ლოზანომ (45+6) გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში „ლევანტემ“ უპირატესობა გაზარდა – მე-60 წუთზე „ბურგოსის“ კარი ბულდინიმ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა კურომ (71) დააფიქსირა. „ლვენატემ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და ორი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.