„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ უახლოეს ზაფხულში, შეიძლება, კლუბი შეიცვალოს, – იტყობინება Catalunya Radio.
წყაროს ცნობით, ლევანდოვსკი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომელიც „ბარსელონამ“ შეიძლება ამ სეზონის შემდეგ გაყიდოს, რათა კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ სურს პოლონელი ფორვარდის ხელფასის შემცირება. ჟურნალისტ აარონ დომინგესის ინფორმაციით, ამ სეზონში ლევანდოვსკიმ 26 მილიონი გამოიმუშავა, მომდევნო სეზონში კი მისი ხელფასი 32 მილიონი ევრო იქნება.
რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პოლონელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.