„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2019-20 წლების სეზონში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
პოლონელმა სამი ტიტული მოიგო – ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელი გახდა ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში სამ ტურნირზე გაიმარჯვა და სამივეში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გერმანიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 34 გოლი იყო, გერმანიის თასზე – ექვსი, ჩემპიონთა ლიგაზე – 15.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნმა“ 1:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა თასი.