ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვიტა
ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვიტა

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, – წერს გერმანული გაზეთი „ბილდი“ (Bild). უფრო ადრე, პოლონელის აგენტი პინი ზაჰავი აცხადებდა, რომ მის კლიენტს ახალი გამოწვევა ესაჭიროება.

პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ლევანდოვსკი, შესაძლოა, “რეალში” ან რომელიმე ინგლისურ ტოპ-კლუბში გადასულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ფორვარდის გეგმებზე გავლენა იქონია მისმა წარუმატებელმა გამოსვლამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რუსეთში პოლონეთის ნაკრებმა ვერ შეძლო ჯგუფიდან გასვლა, ლევანდოვსკიმ კი სამ მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და არც საგოლე პასი შეუსრულებია.

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი “ბაიერნთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.