ლევანდოვსკიმ 41-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა [ვიდეო] #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ 41-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა და 5:2 გაიმარჯვა. ეს თამაში სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ „რეკორდმაისტერებისფორვარდისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთი გოლის გატანის შემთხვევაში ის ლეგენდარულ გერდ მიულერს გადაასწრებდა, რომელსაც ბუნდელისგის ერთ სეზონში 40 გოლი აქვს გატანილი.

 

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი მატჩის 89-ე წუთზე გაიტანა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ისტორიაში შევიდა. ჰანს ფლიკის გუნდმა სეზონი 78 ქულითა და მორიგი ტიტულით დაასრულა. ლევანდოვსკი კი გერმანიის ბუნდესლიგის ბომბარდირი კიდევ ერთხელ გახდა.

დატოვე კომენტარი