ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნი“ „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრა და მასპინძელი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით – 0:6 დაამარცხა.
პირველ ტაიმში თავი მხოლოდ მიუნხენელთა ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკიმ გამოიჩინა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი რობერტ ლევანდოვსკის ნამდვილი ბენეფისი დაიწყო.
53-ე წუთიდან 68-ე წუთის ჩათვლით (სულ 15 წუთის განმავლობაში) პოლონელმა თავდამსხმელმა სერბების კარი ოთხჯერ დალაშქრა.
რობერტ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე საოცარი სტატისტიკა აქვს. მიუნხენელთა პოლონელმა თავდამსხმელმა 5 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მიუნხენის „ბაიერნს“ 5 მატჩში 5 მოგება აქვს და B ჯგუფის უპირობო ლიდერია.