ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდო რობერტ ლევანდოვსკი ფეხბურთელების ვერსიით ბუნდესლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

საფეხბურთო პროფკავშირის წევრთა გამოკითხვაში ლევანდოვსკიმ ხმების 75.9 პროცენტი მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა „დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰალანდსა (7,1%) და თანაგუნდელ თომას მიულერს (3,5%).

32 წლის პოლონელისთვის ეს არის მეხუთე პრიზი კარიერაში. ადრე მან ეს ჯილდო 2013, 2017, 2018 და 2020 წლებში მოიგო.

2020-21 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.