ლევან ვასაძე - უცნაურ რაღაცას ვიზამ, პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან ქართული ჟურნალისტიკა ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმაჩნია
ლევან ვასაძე - უცნაურ რაღაცას ვიზამ, პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან ქართული ჟურნალისტიკა ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმაჩნია

უცნაურ რაღაცას ვიზამ, პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა ქართველი ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმაჩნია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

„უცნაურ რაღაცას ვიზამ და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა. გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი, არ დამისვა. მე განცვიფრებული ვიყავით ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდით, მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის რამდენიმე დღეა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.

ამასთან, კინოთეატრებთან, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება.