ლევან ვასაძე - მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან უწყების განჩინებას
ლევან ვასაძე - მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან უწყების განჩინებას

მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას და ახდენენ რადიკალიზაციას 200-300 კაცის მეშვეობით, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, არავითარი არაფორმალური დაჯგუფება არ არის, არის კაცების სახალხო ერთობა, რომლებმაც თქვეს, რომ მივლენ და ნებისმიერ კორდონს დაშლიან.

„ჩვენ გადაწყვიტეთ, გადაგვედგა კიდევ ერთი ნაბიჯი სახელმწიფოს მიმართულებით, რადგანაც მათ თქვეს, რომ „პრაიდი“ არ ჩატარდება, ჩვენ ვენდობით მას. გამოვაცხადეთ, რომ კომბლებს ვაწყობთ სხვენში, მივდივართ შიშველი ხელებით, დავშლით ნებისმიერ კორდონს და არ ჩავატარებინებთ არავითარ „პრაიდს“. მივალთ თეთრი ცხვირსახოცებით და შიშველი ხელებით. მზაობა არის სრული, უამრავი ხალხი გველოდება, ველოდებით ადგილს და დროს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ჩვენი მისია, ჩვენი დანიშნულება არის, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არეულობა. ყველა ადამიანს, რომელიც არის ჩვენი მომხრე, მოვუწოდებთ წესრიგისკენ. სახელმწიფო გადმოვიდა ხალხის მხარეს. შსს-მ თქვა, რომ „პრაიდი“ არ ჩატარდება და ვხედავთ, რომ ჩვენს სახელმწიფოზე არის ზეწოლა უცხოელი ელჩების და არასამთავრობოების მხრიდან, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი დანიშნულება არის, რომ უამრავი ხალხი აპირებს მისვლას,  შეიძლება, მოხდეს დიდი არეულობა და ეს არ დავუშვათ. არ დავუშვებთ იმას, რომ ხალხი აქციოთ ბრბოდ, როგორც იყო თავიდანვე გეგმა. ამ მიზნით შევიკრიბეთ ჩვენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, თუკი სახელმწიფო ვერ გაუძლებს უპრეცედენტო ზეწოლას, პოლიციელების გარკვეული ნაწილი გადავა ხალხის მხარეს.

„რაც შეეხება პროცესებს, რომელიც წასულია „ლიბერალ-ფაშისტების“ ბანაკში, არის ძალიან სასაცილო. წასულია რღვევა. ყველაზე ჭკვიანი „ნაცი“ აღმოჩნდა მელია, რომელიც გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ „პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს. ველოდებით, რომ თუკი სახელმწიფო ვერ გაუძლებს უპრეცედენტო ზეწოლას, რისი დიდი იმედიც მე მაქვს, გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიციელებისა, ასევე გადმოვა ხალხის მხარეს. მოვუწოდებ მათ, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაექვემდებარონ უკანონო ზეწოლას სახელმწიფოზე, არ ანაცვალონ თავისი ხელფასები ხალხის სიყვარულს, ხალხის პატივისცემას და დაგვეხმარონ წესრიგის დამყარებაში. გადამწყვეტი ბრძოლის წინ კაცებს გვჩვევია დუმილი და მზაობა. ჩემი პასუხი არის, რომ ეს აქცია არ ჩატარდება. თუკი ესენი ჩვენგან ელოდებიან რაღაც თავის მართლებას ,  კომპრომისებს, რაღაცა მოფერებას, მოფერება ჩვენ დავამთავრეთ, არავითარი კომპრომისები არ იქნება. მზაობა არის სრული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა ქვეყანაში არ დავუშვათ სახელმწიფო გადატრიალება, დამხობა“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენმა იმედი გამოთქვა, რომ „ის, რაც სახელმწიფო საზრუნავია სახელმწიფოს მიერ მოგვარდება“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვასაძის განცხადებით, „ამას თავად მოაგვარებენ“.

 

დატოვე კომენტარი