ლევან ვასაძე - მოვიდნენ აქციაზე, ოღონდ რამე არ შეეშალოთ
ლევან ვასაძე - მოვიდნენ აქციაზე, ოღონდ რამე არ შეეშალოთ

მოვიდნენ და ჩაგვეხუტონ ოღონდ რამე არ შეეშალოთ, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით.

კითხვაზე უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ მოქმედმა მინისტრმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

„მოვიდნენ მოვიდნენ. რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ? ჩვენც ვაპროტესტებთ, რა პრობლემაა?

რაც შეეხება გახარიას, ჩემი აზრია, რომ არა არ უნდა გადადგეს. ვიღაცას სხვა აზრი აქვს. დემოკრატია ეგ არ არის? ოღონდ დროშა არ შეეშალოთ, ხელი არ წაუცდეთ. მოვიდნენ და ჩაგვეხუტონ ოღონდ რამე არ შეეშალოთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს სამი მოთხოვნა აქვთ, კერძოდ, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი“.

პარლამენტის წინ აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, პარალელურად პუშკინის სკვერში იკრიბებიან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც დაახლოებით ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს სწორედ პარლამენტის წინ მართავდენ.