ლევან ვასაძე - მინდა, მივმართო კავკასიის რეგიონის ყველა მცხოვრებს, ძმებო და დებო, ამ დღეებში საქართველოში წყდება ჩვენი ზნეობის ბედი
ლევან ვასაძე - მინდა, მივმართო კავკასიის რეგიონის ყველა მცხოვრებს, ძმებო და დებო, ამ დღეებში საქართველოში წყდება ჩვენი ზნეობის ბედი

მინდა, მივმართო კავკასიის რეგიონის ყველა მცხოვრებს, ჩვენ ძმებს – ძმებო და დებო, ამ დღეებში საქართველოში წყდება ჩვენი ზნეობის ბედი, თუ ჩვენ გაგვტეხენ ეს გადაედება მთელ კავკასიას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ამ დღეებში დაიწყება განცხადებები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან.

„დღეს უკვე გავრცელდა ჩვენი ძმების ფერეიდნელების განცხადება ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ეროვნული თემების განცხადებას, მინდა, მივმართო კავკასიის რეგიონის ყველა მცხოვრებს, ჩვენ ძმებს, დროებით დანაწევრებულ საქართველოში მცხოვრებ, მაგრამ მაინც ერთიან საქართველოში მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებს, ნამდვილ ოსეთში მცხოვრებ ოსებს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოში შედიან, ჩვენს უახლოეს ძმებს ინგუშებს, ჩეჩნებს, ავარებს, ლეკებს დაღესტანის მთელ მოსახლეობას, ყაბარდო-ბალყარელებს, ადიღელეებს, ყარაჩაიო-ჩერქეზელებს, ჩვენს ძმებს სომხებსა და აზერბაიჯანელებს. ძმებო და დებო, ამ დღეებში საქართველოში წყდება ჩვენი ზნეობის ბედი, თუ ჩვენ გაგვტეხენ და ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ეს გადაედება მთელ კავკასიას, ჩვენ თქვენ არ შეგარცხვენთ. ჩვენ დავიხოცებით თუ საჭიროა წესრიგის დაცვაში და არ დავუშვებთ კავკასიის გარყვნას. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. იმედია, გითარგმნიან თქვენ თქვენს ენებზე ამ ჩემს მომართვას. ჩვენი ძმები ქისტები არ დაგვავიწყდეს და გაავრცელებენ ამ ჩემს განცხადებას. ჩვენ თქვენგან არავითარი მხარდაჭერა არ გვჭირდება გარდა თქვენი პოზიციის მოსმენისა. ჩვენ წინასწარ ვიცით რა იქნება თქვენი პოზიცია, მაგრამ ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, უდღეურებსა და პროვოკატორებს ჩვენი ხელით მივხედავთ. დაგვიდეგით გვერდით, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რასაც ჰქვია ჩვენი ერთიანი, კავკასიური ღირებულებები, სახლი. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, ზნეობრივ საქართველოს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, ზნეობრივ კავკასიას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, ყველა სიბინძურე, რაც მას და მის ოჯახს ესროლეს ბოლო პერიოდში, არ აშინებს, პირიქით აძლიერებს.

„მინდა, გავიხსენო ჩვენი დიდი მოწამის სულიერი მამის სიტყვები, რომელის ფრჩხილადაც არ ვღირვარ მე –  ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, ჩემი გული ეკუთვნის სამშობლოს და მძორი თქვენთვის მომიგდია. მე იმედი მაქვს, რომ არავითარი არეულობა არ იქნება, სახელმწიფო დაიცავს თავის სიტყვას. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მას ამაში. დღეს რომ გამოვაცხადეთ სხვენში კომბლები თქო, მოვიდნენ და შეამოწმონ, იქ დევს ჩემი კომბალი და არ ჩამოვიღებ ისე, ვიდრე რომელიმე მთავრობა არ გაუბედავს ჩვენს ქვეყანას ამ სისულელეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

დატოვე კომენტარი