ლევან ვასაძე გამოკითხვაზეა დაბარებული

13:11, 20.06.2019

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ლევან ვასაძეს 16 ივნისს, ვერის ბაღში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი