ლევან ვასაძე - დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი კომპანია იღებს ფულს სახელმწიფოსგან და ამიტომ ვარ დაინტერესებული ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობით
ლევან ვასაძე - დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი კომპანია იღებს ფულს სახელმწიფოსგან და ამიტომ ვარ დაინტერესებული ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობით

ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანია იღებს ფულს სახელმწიფოსგან და ამიტომ ვარ დაინტერესებული ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობაში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვისას მის ბიზნესსა და იმ დაინტერესებულ ჯგუფებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, „დეზინფორმაციებს უვრცელებენ“. ლევან ვასაძეს მაგალითად მოჰყავს ღვინის ქარხანა, რომელმაც მისი ინფორმაციით სახელმწიფოსგან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგროსესხით ისარგებლა, რაც შემდგომში კრიტიკის საფუძველი გახდა.

„ინსინუაცია ან დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ, არის ჩემი ერთ-ერთი კომპანია, ამ შემთხვევაში ღვინის ქარხანა. ამბობენ, რომ ეს კომპანია ფულს სახელმწიფოსგან იღებს და მე ამიტომ ვარ დაინტერესებული ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასწინათ რა მოვლენებიც მოხდა, თურმე მე სახელმწიფოსგან ფული ამიღია. ესეც აბსოლუტურად ტყუილია.

ხუთი წლის წინ კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში აიღო აგრო სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთსაც აფინანსებდა სახელმწიფო. მე, როგორც მესმის აიღო თითქმის ყველა აგრო მწარმოებელმა. ეს არის ჩვეულებრივი კრედიტი, რომლის საპროცენტო განაკვეთსაც აფინანსებდა სახელმწიფო. საუბარია არა 600 ათას ლარზე არამედ 975 ათას ლარზე. ამჟამად 363 ათასია დარჩენილი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენი ვიდეომიმართვისას აცხადებს, რომ პირადად მას, კომპანიისთვის გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული, რათა დაესაქმებინა ხალხი და განევითარებინა დარგი, ვიდრე აგრო სესხის ოდენობაა.

„მე 975 ათასი ლარის სესხის ოდენობა შევადარე ჩემს საკუთარ ინვესტიციას ამავე კომპანიაში, რომელიც უცხოეთში ნაშოვნი კაპიტალით გავაკეთე. გამოვიდა, რომ 2006 წლიდან, კომპანიის შეძენის დღიდან აგროსესხის ოდენობას აღემატება 31-ჯერ. ჩვენ ამას რომ დავამატოთ ისიც, თუ რა გვაქვს გაკეთებული სკოლების მშნებლობის, ეკლესია-მონასტრების მშენებლობის, ავადმყოფი ხალხის დახმარების სახით, ეს რომ ჩამოვთვალო გამოვა, რომ ამით ვტრაბახობ. ვაღიარებ, რომ არასოდეს გამიკეთებია ეს.

ასეთი უბინძურესი ინსინუაციები ხდება იმისთვის, რომ ხალხს დააჯერონ, ამას იმიტომ ვაკეთე, რომ ფული მისცა სახელმწიფომო“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.