ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიციაში მიბარებს, რადგან უნდა, რომ პოლიტიკაში შემათრიოს
ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიციაში მიბარებს, რადგან უნდა, რომ პოლიტიკაში შემათრიოს

მე ჩემი მოკრძალებული, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე ვმოქმედებ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

ლევან ვასაძემ მხარდაჭერებს აქციაზე გამოსვლისკენ და წესრიგისკენ მოუწოდა.

„რაც გრამი ტვინი მაქვს, ყველაფერს ვიყენებ, ვლოცულობ ეს დღეები. სრულიად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან, თავს არავის ვაცოდებ და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს მიღმა ვდგავარ. ამიტომ, თუ რამე შეცდომა დავუშვი, შემინდეთ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ასეთია. ახლა მე რომ ფეხები გავფშიკო და პოლიციაში არ წავიდე, აქ მოვარდება პოლიცია და მოხდება რაღაც არეულობა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ მხარდამჭერებს, თბილისს, ვინც ჩვენკენ არის, გამოდით სულ ყველა, კაცები, ქალები. არც ერთი ხელი არ მოხვდეთ უცხოელ ელჩებს, ჭინკებს, არავითარი ძალადობა, მოგიწოდებთ წესრიგისკენ.

მოდით ვერის ბაღში. მე არაფერი ჩემი ქვეყნისთვის არ მენანება. გამოვედი სახლიდან, ჩემს ცოლ-შვილს დავემშვიდობე, რაც დასაწერი იყო, ანდერძის სახით, ყველაფერი დაწერილია. ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვკითხო, შენ მზად ხარ ამისთვის? რატომ მიბარებ პოლიციაში? ვიცი, რატომაც. გინდობ და ბოლომდე არ გწირავ, მაგრამ გეუბნები. ვიცი, რატომაც მიბარებ, ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები. მიბარებ პოლიციაში, რადგან გინდა, შემათრიო პოლიტიკაში. გინდა, გამარიდო ამას, დამაჯინო პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა. რაც გინდა ქენი, არაფრის მეშინია. გინდა, ამ ხალხის თვალში ვითომ გმირი გამხადო. მერე მე ვიყო, რომ ვიყავი ამის წინააღმდეგი, შენც ჯიგარი ხარ, რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებ, გამოდის, რომ მე წილი არ მიმიძღვის ამ უმსგავსობის – აღლუმის ჩატარებაში, გამოვა, რომ ხალხი მხარს მიჭერს და უნდა შემათრიოთ ხელებგაკოჭილი პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ვერის ბაღში ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ აქციის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე წასვლას აპირებს.

„წავედი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. არავინ გამომყვებით. მივდივარ ადვოკატთან ერთად. უნდათ მომკლან, უნდათ ციხეში ჩამსვან, უნდათ დამკითხონ ამ იდიოტებმა. ეს არის უნიჭოდ მართული ქვეყნის შედეგი, ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც ხდება. დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი. არა, უნდა, რუსების თემას მიგვაბა ახლა და საერთოდ აჯაფსანდალი მოუწყო ქვეყანას? აჯაფსანდალი მოგივა შენ, ამ ქვეყანას არაფერი დააკლდება. მშვიდად. ქართველებო, არ აჰყვეთ „ჯო“-ს ძახილს, არ აჰყვეთ ექსტრემისტს, ეს არის ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. აქ ახლა მთელი საქართველო მოვა, ვისაც უყვარს ის. არ არსებობს, ჩვენ ვიღაცამ ისევე დაგვაგოიმოს და გაგვაგიჟოს, როგორც ეს გაგვიკეთეს ათასჯერ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არსებობს, რომ ჩვენ მოგვიწყონ კიდევ ერთი დაპირისპირება ქართველი ხალხისა ერთმანეთს შორის, ლიბერალური შეხედულებები აქვს იმ უბედურს, თუ ჭეშმარიტი ეროვნული შეხედულებები, ვინ არიან ეს ხალხი? ეს ის ხალხი არ არის, ბოკერიები და შმოკერიები, რომ გაძარცვეს ქვეყანა და გააუბედურეს? არ დავხოცავთ ჩვენს ძმებს, ვინც იქ სუფთა გულით არის მისული და უსამართლო რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს. ისინი, ვინც პარლამენტთან დგახართ, თქვენ თუ მანდ იმისთვის ხართ სინამდვილეში მისული, რომ ქართველებს პრაიდი ჩაუტაროთ, თვითონვე განსაჯეთ თქვენი ქართველობისა. ჩაიცვით ის თქვენი ტანგები და კოლგოტკები და იყავით ის, რაც ყოფილხართ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.