ლევან ვასაძე - არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და უტვინო დეპუტატ გავრილოვის მონაწილეობით მედიით აგორებულმა პროვოკაციამ ქვეყნისთვის უდიდესი ზარალი გამოიღო
ლევან ვასაძე - არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და უტვინო დეპუტატ გავრილოვის მონაწილეობით მედიით აგორებულმა პროვოკაციამ ქვეყნისთვის უდიდესი ზარალი გამოიღო

გასული კვირების არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და უტვინო დეპუტატ სერგეი გავრილოვის მონაწილეობით ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ ქვეყნისთვის უდიდესი ზარალი გამოიღო, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ბიზნესმენის თქმით, ტელეტერორიზმი, რომელსაც ქართული მედია ახორციელებს, უაღრესად მავნებელია საქართველოსთვის.

„სახელმწიფოს, რომელსაც არ აქვს მკაცრად გაკონტროლებული მედიაპოლიტიკა თავის ინტერესებში, ვერ შედგება. ის იქნება ნგრევის, რყევების და უცხოური ჩარევების მსხვერპლი, როგორც ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩარევები იქნება რუსეთიდან, ამერიკიდან, ევროპიდან თუ სხვა მხრიდან. ის ტელეტერორიზმი, რომელშიც გადავარდნილია ე.წ. თავისუფალი, სინამდვილეში ლიბერალური ქართული ტელევიზია, არის უაღრესად მავნებელი ჩვენი ქვეყნისათვის, ეკონომიკისათვის.

დათვლილია უკვე, რომ გასული კვირების არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ამის შედეგად უტვინო დეპუტატ სერგეი გავრილოვის მონაწილეობით ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ და არეულობამ გამოიღო უდიდესი ზარალი ქვეყნისთვის. სამი მილიარდით დაზარალდა საქართველო“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თბილისში პრაიდი ჩატარდებოდა, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მისი მომხრეებიც გააპროტესტებდნენ, რაც ხელისუფლებას „წალეკავდა“.

„აბა, მიგვეცა უფლება, ჩაეტარებინათ ე.წ. პრაიდი, როგორც გეგმავდნენ პროვოკაციაში და თქვენი პოლიციელების ხელით ვეცემეთ ჩვენ. მერე იმ გავრილოვის პროვოკაციის გასაპროტესტებლად მარტო „ნაცები“ და ნარკოლიბერალები კი არ მოვიდოდნენ, მოვიდოდით ჩვენ ყველა და ეს ცუნამი წაგლეკავდათ. აი, ეს იყო ამათი სცენარი, რომელიც ჩაშალა კომბლებიანი ხალხის ვაჟკაცობამ. მაგას უნდა უმადლოდეთ თქვენ, რომ ახლა ცოცხლები ხართ და ხელისუფლება შეინარჩუნეთ, თორემ იმ პირვანდელ სცენარს, რომელიც დაგეგმილი იყო მედიატელეტერორისტების მიერ, ეს რომ ასე ჩატარებულიყო, ეს ჩარევა ქართველი ხალხისა არ მომხდარიყო, ახლა მანდ არ ისხდებოდით და შეიძლება, ცოცხლებიც არ ყოფილიყავით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.