ლევან ვარშალომიძე - შევიკარით ერთი ადამიანის გარშემო
ლევან ვარშალომიძე - შევიკარით ერთი ადამიანის გარშემო

შევიკარით ერთი ადამიანის გარშემო, ყველა ერთად ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უკანონობა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაური ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის შენობასთან აქციაზე იმყოფება.

„მე აქ მოვედი იმ მიზნით რა მიზნითაც მოვიდა ყველა მოქალაქე, შევიკარით ერთი ადამიანის გარშემო, ყველა ერთად ვართ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უკანონობა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ვარშალომიძემ.

კითხვაზე, აქცია არის სოლიდარობის თუ პოლიტიკური, ვარშალომიძე პასუხობს, რომ აქცია არის სოლიდარობის.