ლევან თარხნიშვილი - სიტუაციის დაძაბვისთანავე იწყებენ ან აცოცხლებენ რაღაც საქმეებს, არ გამიკვირდება, უახლოეს მომავალში გიგი უგულავას საქმესაც თუ გააცოცხლებენ
ლევან თარხნიშვილი - სიტუაციის დაძაბვისთანავე იწყებენ ან აცოცხლებენ რაღაც საქმეებს, არ გამიკვირდება, უახლოეს მომავალში გიგი უგულავას საქმესაც თუ გააცოცხლებენ

როგორც კი სიტუაცია იძაბება, იმავე წუთს იწყებენ ან აცოცხლებენ რაღაც საქმეებს, არ გამიკვირდება, უახლოეს მომავალში გიგი უგულავას საქმესაც თუ გააცოცხლებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება ჩვეულებრივი ამბავია.

„ნიკა მელიას მთელი საქმე, მათ შორის ეს ნაწილიც არის პოლიტიკური. ყველამ ვნახეთ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში პროკურატურა იყო ჩუმად და ელოდებოდა, როდის განეახლებინა ეს საქმიანობა. სწორედ ეს არის ის, რის გამოც სრულიად ოპოზიცია ვითხოვთ, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და მეორე – შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობა. როგორც კი სიტუაცია იძაბება, იმავე წუთს იწყებენ რაღაც ახალ საქმეებს, ან ანახლებენ და აცოცხლებენ სხვა საქმეებს. დაიწყეს ოქრუაშვილის საქმის, ნიკა მელიას საქმის განახლება. არ გამიკვირდება, უახლოეს მომავალში გიგი უგულავას საქმესაც თუ გააცოცხლებენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს, თარხნიშვილის თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ შეთავაზებებს ელოდებიან.

„ჩვენი პოზიციები არაერთხელ დავაფიქსირეთ და ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს.  შესაბამისად, მათ უნდა შემოგვთავაზონ რაღაც ახალი. იმედია, ბევრად უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე აქამდე გვთავაზობენ“, – განაცხადა თარხნისშვილმა.

დატოვე კომენტარი