ლევან თარხნიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - ეს აზიანებს ზოგად პოლიტიკურ პროცესს და ხელს უწყობს ივანიშვილის ხელისუფლების გამაგრებას
ლევან თარხნიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - ეს აზიანებს ზოგად პოლიტიკურ პროცესს და ხელს უწყობს ივანიშვილის ხელისუფლების გამაგრებას

ასეთი განცხადებები აზიანებს ზოგად პოლიტიკურ პროცესს და ხელს უწყობს ივანიშვილის ხელისუფლების გამაგრებას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ასეთი განცხადებების საპასუხო ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალების ერთობაა.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ზოგად პოლიტიკურ პროცესს და ხელს უწყობს ივანიშვილის ხელისუფლების გამაგრებას. ეს სამწუხაროა, თუმცა არ უნდა მივუდგეთ ამას დრამტულად. ამის საპასუხოა ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალების ერთობა, მათი კოალიცია და ძალისხმევა, რომ ივანიშვილი დამთავრდეს. ასევე, მნიშვენლოვანია, რომ გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე და დავამთავროთ ერთი ადამიანის მმართველობა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ეს ადამიანი“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

დატოვე კომენტარი