ლევან თარხნიშვილი - მეხუთე რაუნდზე მთავრობა უნდა მოვიდეს თავისი წინადადებით ან თქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს
ლევან თარხნიშვილი - მეხუთე რაუნდზე მთავრობა უნდა მოვიდეს თავისი წინადადებით ან თქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეხუთე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ელოდება.

როგორც თარხნიშვილი აცხადებს, მეხუთე რაუნდზე მმართველი გუნდი საკუთარი წინადადებით უნდა მივიდეს.

„როდესაც მთავრობის მხრიდან იქნება რაიმე სიახლე, ან ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ეტაპი საბოლოოდ დასრულდა და რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ოპოზიცია შეიკრიბება და ეს იქნება ჩვეულებრივი ღია შეხვედრა, როგორც აქამდე იყო ხოლმე, ჩვენ დასამალი საზოგადოებასთან არაფერი გვაქვს. შემდეგი რაუნდი თუ იქნება, ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება წინა რაუნდის, წინა რაუნდში ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ოთხი წინადადება და მოთხოვნა, ამის შემდეგ ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. შესაბამისად, მთავრობა უნდა მოვიდეს თავისი წინადადებით, ან თქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს, რომელიმეს თუ აქვს, იტყვის“, – განაცხადა თარხნიშვილმა.