„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი აცხადებს, რომ ბაზარზე ფქვილის ფასი ცხრა ლარით შემცირდა
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი აცხადებს, რომ ბაზარზე ფქვილის ფასი ცხრა ლარით შემცირდა

ბაზარზე ფქვილის ფასი ცხრა ლარით შემცირდა. ინფორმაციას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, ტენდეცია დამაიმედებელია და ბაზარზე შეინიშნება ოპტიმისტური ნიშნები.

„ხორბლის ფასმა დაიკლო რეგიონალურად. ზოგადად, მსოფლიოში ტენდენცია კლებისკენ არის. შესაბამისად, ბოლო ორი კვირაა, მიმდინარეობს ფასების ვარდნა როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 85 ლარი, შემდგომ 80 და ახლა 50-კილოიანი ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 76 ლარი. ეს ტენდეცია დამაიმედებელია და ბაზარზე შეინიშნება ოპტიმისტური ნიშნები. თუ განვიხილათ ადგილობრივი ბაზრის პერპექტივას, შესაძლებელია წისქვილკომბინატებმა დაიწყონ მუშაობა. ზოგადად, იცით, რომ წისქვილკომბინატები იყო გაჩერებული. ხორბალზე რუსეთის საექსპორტო საბაჟო გადასახადი საკმაოდ მაღალი იყო, 100 დოლარს გაცდენილი. დღეს კი 68 დოლარია“, –  აცხადებს ლევან სილაგავა.