ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს
ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს

ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლაში ყველაზე ხანგრძლივი რეკორდის დამყარებას გეგმავს. ის ბურთის კენწვლას გაუჩერებლად 28 საათზე მეტხანს აპირებს.

ლევან შერაზადიშვილმა რეკორდის დამყარება დღეს თბილისი მოლში 11:05 საათზე დაიწყო და სავარაუდოდ, 23 აგვისტოს, 15:00 საათის შემდეგ დაასრულებს. სავაჭრო ცენტრში მისულებს შესაძლებლობა აქვთ, თვალი ადევნონ რეკორდის დამყარებას. რეკორდს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია აკვირდება.

31 წლის ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლით 14 წლიდან დაინტერესდა. პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არასდროს უთამაშია, რეკორდის დამყარებასაც პირველად ცდილობს.

ამჟამინდელი რეკორდი მექსიკელ აბრაამ მუნიოზსს ეკუთვნის, რომელმაც ბურთი 28 საათის განმავლობაში 2017 წელს, 5-6 მაისს ნიუ იორკში კენწლა.