ლევან რატიანი - ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია, არანაირი გართულება მათთან არ გამოვლენილა
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ორი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რაც შეეხება ორსულებს, მინდა, გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფის შეესაბამება ფიზილოგიურ პარამეტრებს. ბოლო რამდენიმე დღეა, არანაირი გართულება ამ ქალბატონებთან არ გამოვლენილა და იმედია, არც გამოვლინდება. როდესაც დადგება მომენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, რომ უნდა ავუღოთ ნაცხი, ავუღებთ ნაცხს და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, გაეწერებიან ბინაზე“ , – განაცხადა რატიანმა.
მისივე განმარტებით, დამაკმაყოფილებელია 13 წლის მოზარდის მდგომარეობაც.
„რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის ძალიან კარგი, არანაირი გართულება, რაც ჰქონდა ის ჩივილებიც აღარ აქვს. იმედი გვაქვს, მასთანაც ასე წავა მდგომარეობა და ჯანმრთელი და ბედნიერი გაეწერება ჩვენი კლინიკიდან“ , – დასძინა რატიანმა.