ლევან რატიანი - კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი შეიძლება ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია
ლევან რატიანი - კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი შეიძლება ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა.

რატიანის თქმით, ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგი შესაძლებელია, ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია.

„ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულებების რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.