პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 პაციენტია, დღეს ორი გამოჯანმრთელებული გაეწერება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 პაციენტია, დღეს ორი გამოჯანმრთელებული გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 91 პაციენტი ჰყავთ, საიდანაც 80 არის კორონავირუსით ინფიცირებული.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს ჰყავს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც საავადმყოფოს რამდენიმე საათში დატოვებენ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა.