ლევან რატიანი - გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა შემოყვანისთანავე კრიტიკული იყო, გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი
ლევან რატიანი - გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა შემოყვანისთანავე კრიტიკული იყო, გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი მათ კლინიკაში 3 აპრილს, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

რატიანის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი,კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

„ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.