ლევან რატიანი - დღეს კლინიკაში იგეგმება ორი ათეული ტესტის ჩატარება, იმედია, ყველა პასუხი იქნება უარყოფითი
ლევან რატიანი - დღეს კლინიკაში იგეგმება ორი ათეული ტესტის ჩატარება, იმედია, ყველა პასუხი იქნება უარყოფითი

დღეს კლინიკაში იგეგმება ორი ათეული ტესტის ჩატარება, იმედია, ყველა პასუხი მოვა უარყოფითი და ხვალ განმეორებითი ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ისინი კლინიკას დატოვებენ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა,

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებას ცხრა პაციენტი ჰყავს, ხუთი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ სიმპამპზე.

მისივე თქმით, 47 პაციენტს ინფექციით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს.

„იცით, რომ სამი მოზარდია, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეს კლინიკაში იგეგმება ორი ათეული ტესტის ჩატარება, იმედია, ყველა პასუხი მოვა უარყოფითი და ხვალ განმეორებითი ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ისინი კლინიკას დატოვებენ. რაც შეეხება ახალ შემთხვევას, დაგვემატა ორი. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. მხოლოდ ერთთან გამოვლინდა ფილტვის დაზიანება და მწვავე პნევმონია. დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.