ალექსანდრე რაქვიაშვილი - სწორი დაფინანსების მოდელზე თუ ვსაუბრობთ, მათ შორის თუ გავრცელდება ყველა მომავალ პარლამენტზე, მხარს დავუჭერდით, მაგრამ ამ სიტუაციაში არ მგონია, მხარი დავუჭიროთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სწორი დაფინანსების მოდელზე თუ ვსაუბრობთ, მათ შორის თუ გავრცელდება ყველა მომავალ პარლამენტზე, მხარს დავუჭერდით, მაგრამ ამ სიტუაციაში არ მგონია, მხარი დავუჭიროთ

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიების დაფინასებაზე ზოგად კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ზოგადად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, ამიტომ თუ ასეთი ზოგადი კანონპროექტი იქნება, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს, მაგრამ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, ბუნებრივია, ჩვენც ასე აღვიქვამთ, როგორც ამ შემთხვევაში შალვა ნათელაშვილის პარტიის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯს ან მომავალი ბოიკოტის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც არ არის, ჩემი აზრით,სწორი. თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სწორი დაფინანსების მოდელზე და თუ ეს იქნება ზოგადი კანონი, მათ შორის თუ ეს გავრცელდება ყველა მომავალ პარლამენტზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუჭერდით მხარს, მაგრამ ამ სიტუაციაში არ მგონია, რომ მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი