ლევან ნატროშვილი - ყველა თანხა, რაც გამოიყენება საარჩევნოდ, არ არის დეკლარირებული
ლევან ნატროშვილი - ყველა თანხა, რაც გამოიყენება საარჩევნოდ, არ არის დეკლარირებული

ყველა თანხა, რაც გამოიყენება საარჩევნოდ, არ არის დეკლარირებული – ამის შესახებ რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

„ძირითადი პრობლემა ის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფინანსებს შორის, რომელიც აქვს მმართველ პარტიას და ოპოზიციურ გაერთიანებებს. მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია, რაც უთანაბრო გარემოს ქმნის საარჩევნო კამპანიის დროს. გარკვეული პრობლემებია სახელმწიფო დაფინანსების გადანაწილების კუთხითაც, თუ რამდენად სამართლიანი ის წესი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში.

ყველა თანხა, რაც გამოიყენება საარჩევნოდ, არ არის დეკლარირებული. ბოლო კვირებში განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ პრობლემებია ამ კუთხით. ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მრეწველებს მისცა ნახევარი მილიონი და რეალურად დეკლარაციაში ეს არ ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული შავი ფული ტრიალებს ამ ბიზნესში. ასევე, პრობლემა იყო პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რომელმაც აღიარა, რომ 2012 წელს უკანონობა ჩაიდინა და შეწირა თანხა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მესამე პირის მეშვეობით. ასეთი პრობლემა ჩვენც ვიცით, რომ არის მაგრამ ამის დაფიქსირება ძალიან რთულია, თუ ვიღაც არ აღიარებს“, – აცხადებენს