ლევან მჭედლიძე იტალიურ სკოლას ესტუმრა
ლევან მჭედლიძე იტალიურ სკოლას ესტუმრა
„ეს დღე ნამდვილად არ დაავიწყდებათ იტალიური სკოლის მოსწავლეებს“ – წერია თბილისში არსებული იტალიურ სკოლა „ცისკარი“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
 
საქმე ისაა, რომ „ცისკარს“ განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა – საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე და მისი მეგობარი,თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ნოდარ იაშვილი.
სკოლის მოსწავლეები სტუმრებს დიდი ინტერესით ელოდნენ და შეხვედრამ საინტერესო გარემოში ჩაიარა. ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ შეკითხვები, რომელზეც სტუმრებმაც საინტერესო პასუხები გასცეს, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულება ფეხბურთზე. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ავტოგრაფები დაარიგეს და ფოტოები გადაიღეს.