ლევან მახაშვილი - ვხედავთ, ოპოზიციის დაქსაქსულობას და მცდელობას, არჩევნებში მონაწილეობა ისე მიიღონ, რომ თავი არ შეირცხვინონ
ლევან მახაშვილი - ვხედავთ, ოპოზიციის დაქსაქსულობას და მცდელობას, არჩევნებში მონაწილეობა ისე მიიღონ, რომ თავი არ შეირცხვინონ

დღევანდელი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ ისეთი ოპონენტი არ ჰყავს, რომელსაც შეუძლია, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული ან რაიმე სახის კონკურენცია გაუწიოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მცდელობაა, არჩევნებში მონაწილეობა ისე მიიღონ, რომ თავი არ შეირცხვინონ.

„მოლოდინი გვაქვს, რომ არჩევნებზე ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ამის საპირისპიროდ რასაც ვხედავთ, ეს ოპოზიციის დაქსაქსულობა და მცდელობაა, არჩევნებში მონაწილეობა ისე მიიღონ, რომ თავი არ შეირცხვინონ. უკვე საუბარი აღარ არის, რომ სადმე გამარჯვებას მოიპოვებენ. მათი მცდელობაა, მინიმუმ, თავი არ შეირცხვინონ. ვინმე ოპოზიციიდან არჩევნებში მონაწილეობას თუ გამარჯვებისთვის აპირებს, შემიძლია, ისინი დავარწმუნო, რომ ამ ნაწილში გამარჯვებას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა მახაშვილმა.