ლევან მახაშვილი - თანხები შემოდიოდა ისეთი მიზნებისთვის, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანი არ იყო, ჩვენი ნაბიჯები მიმართულია იქით, რომ ქართული პოლიტიკა უცხოური ფულის გამოყენებისგან იყოს დაცული
ლევან მახაშვილი - თანხები შემოდიოდა ისეთი მიზნებისთვის, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანი არ იყო, ჩვენი ნაბიჯები მიმართულია იქით, რომ ქართული პოლიტიკა უცხოური ფულის გამოყენებისგან იყოს დაცული

თითოეული ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ქართული პოლიტიკა უცხოური ფულის გამოყენებისგან იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, მაიკ ბენცის განცხადებაზე, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.

„ამ განცხადებამ რამდენიმე ემოცია დატოვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ბრაზი, რადგან ქართულ პოლიტიკაში ამხელა თანხები შემოდიოდა და იხარჯებოდა ისეთი მიზნებისთვის, რომელიც საერთოდ არ იყო საზოგადოების ინტერესის საგანი. ამავე დროს, ყველა მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ეს ფონდები დაკეტა და დღეს შესაძლებელი აღარ არის ამერიკული ფულის ასე შეუთანხმებლად ხარჯვა იმ მიზნებისთვის, რაც გაცხადებული არ არის თანხის დანიშნულებაში. სამწუხაროა, რომ ფულის ხარჯვა არ გაჩერებულა და იმავე მიზნებით სხვა ევროპული ფონდები ხარჯავენ. თითოეული ჩვენი,ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ქართული პოლიტიკა უცხოური ფულის გამოყენებისგან იყოს დაცული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.