ლევან მახაშვილი - საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება, კანონის დარღვევა ვერ გამართლდება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ
ლევან მახაშვილი - საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება, კანონის დარღვევა ვერ გამართლდება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს და თუ ვინმე კანონმდებლობას აბუჩად აიგდებს, სათანადო პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოს.

ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებენ.

„ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევენ და რა მიდგომა ექნებათ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება. თუ ისინი ამ შედეგებისთვის მზად არიან, ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა გირაოს. ისინი კანონს არღვევენ და ამას გამართლება ვერ ექნება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ. კანონი არსებობს, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს და არჩევანი მათზეა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.